აქტუალური
ტყვეთა ბანაკში ‘’დულაგი-100’’ დაღუპული ქართველების სია

  საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, ვლადიმერ იმნაძის სახელზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტიდან წერილი მოვიდა, რომელიც მოიცავდა 1941-44 წლებში, რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ტყვეთა ბანაკში ‘’დულაგი-100’’ დაღუპული პირების შესახებ ინფორმაციას. 1067 სამხედრო მოსამსახურეთა შორის, 12 საქართველოს მოქალაქეა.

ვაქვეყნებთ დაღუპულთა სიას. შთამომავლობისთვის, ვფქირობთ, ეს სიები მნიშვნელოვანია წინაპართა საბოლოო განსასვენებლის დადგენისა და მათთვის პატივის მისაგებად.

1. ათოშვილი ლეონ_ დაბადების თარიღი: 1907. დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, გორის რაიონი. სამხედრო წოდება: რიგითი. დაიღუპა ტყვეთა ბანაკში 23.03. 43. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58, აღწერა 977532, საქმე 110

2. კალენჯან ნეშენ (ნეშან)_ დაბადების თარიღი: 1906, დაბადების ადგილი: აფხაზეთის ასსრ, გაგრის რაიონი. სამხედრო წოდება: რიგითი. დაიღუპა ტყვეთა ბანაკშ22.03.1943. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58, აღწერა 977532, საქმე 110

3. ქანთარია გიორგი_დაბადების თარიღი_1919. დაბადების ადგილი_საქართველოს სსრ, ზუგდიდის რაიონი. სამხედრო წოდება_რიგითი. დაიღუპა ტყვეთა ბანაკში_ 13.02. 1942. დაკრძალულია_ქ. პორხოვი (რუსული სასაფლაო აღმოსავლეთ ყაზარმასთან)

4. კვერეხაძე ივანე_დაბადების თარიღი: 1921. დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, ვანის რაიონი, სოფ. ზეხმანტა. სამხედრო წოდება: რიგითი. დაიღუპა ტყვეთა ბანაკში 20.02. 1942. დაკრძალულია: ქ. პორხოვი_ რუსული სასაფლაო აღმოსავლეთ ყაზარმასთან) რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა: 977521, საქმე 2217

5. კაჭლამაზაშვილი (სავარაუდოდ, კოჭლამაზაშვილი) ილია_დაბადების თარიღი: 1919 დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, ქვემო დოგვი. სამხედრო წოდება: რიგითი. დაიღუპა ტყვეთა ბანაკში.დაკრძალვის ადგილი: ქ. პორხოვი, რუსეთი_რუსული სასაფლაო აღმოსავლეთ ყაზარმასთან. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა: 977532; საქმე 98

6. მერნამიძე ჩიტა_დაბადების თარიღი: 1904. დაბადების ადგილი“ საქართველოს სსრ, გორის რაიონი. სამხედრო წოდება: რიგითი. დაიღუპა ტყვეთა ბანაკში, 23.03.1943. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა: 977532. საქმე 110

7. მიკოშვილი პეტრე_დაბადების თარიღი: 1924 (ან 1914) დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, ასპინძის რ-ნი, ხისობაური (სავარაუდოდ, ხიზაბავრა) სამხედრო წოდება: რიგითი. დაიღუპა 23.01.1943. ტყვეთა ბანაკში. დაკრძალულია: ქ. პორხოვი, რუსეთი (რუსული სასაფლაო აღმოსავლეთ ყაზარმასთან) რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა: 977532. საქმე 110

8. ტეგატაშვილი (ან თეგეთაშვილი) დავით_დაბადების თარიღი: 1914. დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, გორის რაიონი. სამხედრო წოდება: რიგითი; დაიღუპა 26.11.1942 ტყვეთა ბანაკში. დაკრძალულია: ქ.პორხოვი, აღმოსავლეთი ყაზარმა (რუსული სასაფლაო) რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა:977527. საქმე 144.

9. ჩებაჩუნინ მიხეილ_დაბადების თარიღი: 1921. დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ,ორჯონიკიძის რაიონი. სამხედრო წოდება: რიგითი. დაიღუპა ტყვეთა ბანაკში. დაკრძალულია: ქ.პორხოვი, რუსეთი (რუსული სასაფლაო აღმოსავლეთ ყაზარმასთან) რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა: 977532, საქმე. 98. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58, აღწერა 977521, საქმე 2163

10. ჩიხლაძე_დაბადების თარიღი: 1900. დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ,ქ. თბილისი. სამხედრო წოდება_რიგითი. დაიღუპა 24.01.1943. ტყვეთა ბანაკში. დაკრძალულია: ქ. პორხოვი, რუსეთი (რუსული სასაფლაო, აღმოსავლეთ ყაზარმასთან) რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა: 977532, საქმე 110

11. შაპიაშვილი ეფიმ_დაბადების თარიღი: 1919. დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, ბორჩა. სამხედრო წოდება: რიგითი. დაიღუპა ტყვეთა ბანაკში. დაკრძალულია: ქ.პორხოვი, რუსეთი (რუსული სასაფლაო აღმოსავლეთ ყაზარმასთან) რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა: 977532, საქმე 98

12. შაპიაშვილი იუნ_ დაბადების თარიღი: 1919, დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, ქ. ბორჯომი. სამხედრო წოდება: რიგითი. დაიღუპა: ტყვეთა ბანაკში 27.02.1942. დაკრძალულია: ქ. პორხოვი, აღმოსავლეთ ყაზარმა (რუსული სასაფლაო) რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა: 977526, საქმე:203

შენიშვნა_შაპიაშვილი ეფიმ და შაპიაშვილი იუნ, შესაძლოა, ერთი და იგივე პირი იყოს.