უცხოეთი
CNN - ჯონ მაკკეინს არ სურდა, მის დაკრძალვას დონალდ ტრამპი დასწრებოდა

  საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. ამერიკელ სენატორ ჯონ მაკკეინს არ სურს, მის დაკრძალვას დონალდ ტრამპი დაესწროს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, მკკეინი ახლო მეგობრებთან ერთად გეგმავდა თავისი დაკრძალვის ცერემონიას და რამდენიმე ახლობელ ადამიანს უთხრა, რომ არ სურდა, პრეზიდენტი ტრამპი მის დაკრძალვას დასწრებოდა.

ამასთან, როგორც CBS NEWS წერს, მაკკეინის სურვილი იყო, მის დაკრძალვაზე გამოსამშვიდობებელი სიტყვები აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტებს, ბარაკ ობამასა და ჯორჯ ბუშს წარმოეთქვათ.

დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვით გამოვა ასევე ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

ჯერ უცნობია, როდის და სად გაიმართება სენატორის დაკრძალვის ცერემონია.

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. 24 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკკეინმა, რომელიც თავის ტვინის სიმსივნეს ებრძოდა, სპეციალურ მკურნალობაზე უარი განაცხადა. ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნის დიაგნოზი გასული წლის ზაფხულში დაუსვეს.

1tv.ge