საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. 2018 წლის 4-7 სექტემბერს თბილისში გაიმართება საერთაშორისო სამხრეთკავკასიური მედიაფორუმი „მედიის როლი რეგიონში ნდობის გამტკიცებაში“, რომელიც მოწოდებულია, ერთ მოედანზე მოუყაროს თავი მედიაინდუსტრიის სფეროს წამყვან ექსპერტებს, ჟურნალისტებს, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ბლოგერებს საქართველოდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.
მედიაფორუმის ფოკუსშია: რეგიონული პოლიტიკური კულტურის თავისებურებები, ტრადიციები და აქტუალური ტრენდები სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა მედიასაშუალებების საქმიანობაში, მათი სტატუსის პოლიტიკურ-სამართლებრივი საფუძვლები, აგრეთვე მედიასაზოგადოებების პოტენციალი რეგიონში კონფლიქტების მოგვარებაში და სტაბილურობის გამყარებაში. მედიაფორუმის ფარგლებში გაიმართება სადისკუსიო პანელები, ჟურნალისტიკისა და პოლიტოლოგიის ცნობილ მოღვაწეთა ლექციები ახალგაზრდა ჟურნალისტების და მიმომხილველებისთვის.
პროგრამის საგანგებო სტუმარია დიმიტრი კოსირევი - ცნობილი ჟურნალისტი, აღმოსავლეთმცოდნე, მწერალი, პოპულარული პოლიტიკური ტელეპროგრამების მონაწილე, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „Россия сегодня“-ს პოლიტიკური მიმომხილველი, ვალდაის ფორუმის წამყვანი სპიკერი, ავტორი წიგნისა „საბჭოთა კენედი“.
მედიაფორუმის სპიკერები:
რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ალექსეი ვიშნევეცკი;
„იტარ-ტასის“ სამხედრო მიმომხილველი ვიქტორ ლიტოვკინი;
რუსი საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი გენადი ბორდიუგოვი;
გაზეთ „Северная Осетия“-ს მთავარი რედაქტორი, ისტორიკოსი, კავკასიის რეგიონის ექსპერტი ალან კასაევი;
МГИМО-ს პროფესორი, პოლიტოლოგი, ისლამის საკითხების ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი ალექსეი მალაშენკო.
რუსი მედიაპერსონები ჩაატარებენ მასტერკლასს და ტრენინგს „მოლაპარაკე თავები vs. ექსპერტები: ვისზე ნადირობს მედია?“ და „მედია და სამხედრო-პოლიტიკური პროცესები კავკასიაში“.
მედიაფორუმის გახსნამდე 2018 წლის 4 სექტემბერს, 19:30-ზე გაიმართება საგანგებო ინტერაქტიური პანელი „პირველი დემოკრატიული რესპუბლიკების 100 წლისთავი: პოლიტიკური გამოცდილება და გაკვეთილები“.
მედიაფორუმის ორგანიზატორები არიან რუსეთის პოლიტოლოგიური ცენტრი „Север-Юг“, პრესკლუბი „თანამეგობრობა“ და გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ საპრეზიდენტო გრანტების ფონდის მხარდაჭერით.
მედიასაშუალებებს მედიაფორუმში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ. ჩატარების ადგილი: სასტუმრო VERE PALACE-ს საკონფერენციო დარბაზი (ქუჩიშვილის ქ. N22-24).
მედიაფორუმის დაწყების თარიღი და დრო: 2018 წლის 5 სექტემბერი, 10 საათი.
კონტაქტები: ტელ.: +7-915-239-92-40, e-mail: var_rus@mail.ru (ვალერია რომაშჩენკო).