უცხოეთი
სომხეთის თავდაცვის ყოფილ მინისტრზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა

     საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. სომხეთის თავდაცვის ყოფილ მინისტრზესაერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. ამის შესახებ რესპუბლიკის პოლიციის ხელმძღვანელმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ძიება ჯერჯერობით ინტერპოლის ხაზით არ მიმდინარეობს.

მიკაელ არუთიუნიანს 2008 წლის დემონსტრაციების დროს აქტივისტების დარბევაში ადანაშაულებენ. სომხეთის პოლიციის ხელმძღვანელის განცხადებით, მიკაელ არუთიუნიანი ამჟამად რუსეთში იმყოფება.

აღნიშნული საქმე 2008 წელს, სომხეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების დროს განვითარებულ მოვლენებს ეხება. ქვეყნის პირველი პირობისთვის სომხეთის პირველი პრეზიდენტი, ლევონ ტერ-პეტროსიანი იბრძოდა, თუმცა არჩევნების შედეგებით, პრეზიდენტობა სერჟ სარგსიანს ერგო. მაშინ ლევონ ტერ-პეტროსიანმა არჩევნების შედეგები ერევნის ცენტრში გააპროტესტა. აქცია არეულობაში გადაიზარდა.

აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებისას 10 ადამიანი დაიღუპა, 200 კი დაშავდა.
საქმის გამოძიებაში ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი, ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი იური ხაჩატუროვი და თავდაცვის მინისტრი, მიკაელ არუთიუნიანი ფიგურირებენ.

1tv.ge