საზოგადოება
ლეიშმანიოზის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში. რა გახდა პაციენტების დაავადების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
ინფექციის გადამტანი, ძირითადად, მწერები არიან. ინფიცირების შემდეგ, დაავადება ადამიანებში რამდენიმე თვის შემდეგ ვლინდება. ექიმების განცხადებით, ლეიშმანიოზის გამოვლენა ზამთრის პერიოდში ხდება. ამასთან, ბოლო 3 წლის განმავლობაში ლეიშმანიოზის შემთხვევებმა შესამჩნევად იმატა და წლის განმავლობაში ამ დაავადების 120-მდე შემთხვევა გამოვლინდა.