აქტუალური
ჩემი ნათქვამი თუ ვინმემ სერიოზულად მიიღო, ბოდიშს ვუხდი! - სალომე ზურაბიშვილი

     საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს იმედი აქვს, რომ მისი გამონათქვამი სერიოზულად არ იყო აღქმული. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ცოტა ხუმრობა ზოგჯერ შეიძლება.

ჟურნალისტებს არ ვეჩხუბე. ცოტა ხუმრობა ზოგჯერ შეიძლება. არ ვიყოთ ძალიან სერიოზულები სულ მუდამ. იმედი მაქვს, არ მიიღეთ სერიოზულად. თუ ვინმემ ეს სერიოზულად მიიღო, ბოდიშს ვუხდი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში აპირებს თუ არა ავლაბრის სასახლეში შესვლას, ასე უპასუხა: სასახლესთან დაკავშირებით ჩემი აზრი უკვე დავაფიქსირე. ხვალ ვრცელ გამოსვლაში, სადაც ყველაფერზე იქნება საუბარი, ამ თემაზე ჩემს პოზიციას გავიმეორებ, მაგრამ უკვე არის ნათქვამი და ჟურნალისტებმა ცოტა ტვინიც გაანძრიეთ და ჩაიხედეთ, სად არის ნათქვამი.