საზოგადოება
პოეტის, პროზაიკოსის, ესეისტის – გივი ალხაზიშვილის, პოეტის – ზვიად რატიანის, მწერლისა და პოეტის – ბესიკ ხარანაულის ნაწარმოებები ცნობილი ამერიკული ჟურნალის „The Dirty Goat“–ის 23–ე გამოცემაში მოხვდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამერიკული გამოცემა ქართველი ლიტერატორებით დაინტერესდა.
150–გვერდიანი ჟურნალი „The Dirty Goat“ წელიწადში ორჯერ გამოდის და აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პოეზიას, პროზას, დრამას, ლიტერატურასა და სახვითი ხელოვნების ნიმუშებს. ჟურნალი ხელს უწყობს თანამედროვე ხელოვანთა წარმოჩენას და მათ პოპულარიზაციას სხვადასხვა ქვეყანაში.
ჟურნალი, რომელიც დაარსებულია 1988 წელს, ორენოვანია; ნამუშევრები იბეჭდება როგორც ორიგინალის ენაზე, ასევე ინგლისურად.