უცხოეთი
ერევანში ლგბტ თემის წარმომადგენლები პოლიციის მთავარ განყოფილებას თავს დაესხნენ

     საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. ლგბტ თემის წარმომადგენლები ერევანში პოლიციის მთავარ განყოფილებაში შეიჭრნენ და ორ სამართალდამცველს დაზიანებები მიაყენეს. ინფორმაციას მომხდარის შესახებ სომხეთის სამართალდამცავი უწყება ავრცელებს.

პოლიციის მონაცემებით, ამ ფაქტს წინ ერთი მოქალაქის თავდასხმა უძღოდა ლგბტ თემის წარმომადგენელზე. პოლიციამ თავდამსხმელი მთავარ განყოფილებაში წაიყვანა.

„როცა ე.წ. დაზარალებულმა მხარემ შეიტყო, რომ ეჭვმიტანილი პოლიციის მთავარ განყოფილებაში იმყოფებოდა, შენობასთან შეიკრიბნენ. მდგომარეობა მაშინ დაიძაბა, როცა იქვე მცხოვრები ადამიანები ქუჩაში ჩხუბით გამოვიდნენ“, - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

პოლიციელები მათ დამშვიდებას შეეცადნენ, თუმცა უშედეგოდ. „ქალის კაბებში გადაცმული კაცები შევარდნენ განყოფილების შენობაში დაკავებულის მოსაძებნად და მასზე შურის საძიებლად. ორ თანამშრომელს ტრავმა მიაყენეს. მათგან ერთ-ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - განმარტებულია ცნობაში.

ამჟამად მომხდართან დაკავშირებით გროვდება მასალა. დანიშნულია ექსპერტიზები.

imedinews.ge