აქტუალური
ნატოს სწავლება საქართველოში Nobel Partner–2018 „აპაჩების“ საბრძოლო სროლით დამთავრდა

     საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაზიანის მე-11 სასროლეთზე AH-64 „აპაჩისტიპის ვერტმფრენებმა კომბინირებულ საბრძოლო სროლებში მიიღეს მონაწილეობა. ქართულ და ამერიკულ ჯავშანტექნიკას საბრძოლო ვერტმფრენებმა ახლო საცეცხლე მხარდაჭერა აღმოუჩინეს.

სწავლებაში მონაწილეობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ჯავშანტექნიკა, აშშ-ის II საკავალერიო პოლკის საბრძოლო ჯავშანმანქანასტრაიკერები“, ქვეითთა საბრძოლო მანქანებიბრედლიდააბრამსისტიპის ტანკები. პირობითი მოწინააღმდეგის მიმართულებით ცეცხლი ყველა სახის შეიარაღებიდან გაიხსნა.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის ევროპული სარდლობის ლიდერობით ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. წლევანდელი სწავლების მიზანი იყო სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება; საქართველოს, აშშ-ის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება; ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომ სწავლების მთავარი გზავნილი იყო – ძალა პარტნიორობაშია“.