სამართალი
გომბორის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე მძღოლს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

     საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევაში, რამაც ოთხი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული ბ.კ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-7 ნაწილებით. ამის შესახებ აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 9 ივნისს, დაახლოებით 11:20 საათზე ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე .-, რომელიცდოჯი სპრინტერისმარკის ავტომობილს მართავდა და ექსკურსიაზე მიმავალი სკოლის მოსწავლეები და მათი ახლობლები გადაჰყავდა, სოფელ თეთრწყლების მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობის დროს დაარღვიასაგზაო მოძრაობის შესახებსაქართველოს კანონის 21- მუხლის მესამე პუნქტის და 33- მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, მოსახვევში გადაჭარბებული სიჩქარის გამო შესვლისას ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა, რის შედეგადაც ავტომანქანა გადავიდა გზიდან, შეეჯახა გზის დამცავ ჯებირს და ჯერ მცირე ზომის კლდეზე, შემდეგ კი საავტომობილო გზაზე გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ოთხი მგზავრი, ხოლო თერთმეტმა ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო.

პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბ.კ. 2018 წლის 9 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-7 ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ ავტომობილს მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, მძიმე დაზიანება და ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ბ.კ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად რვა წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.