აქტუალური
ევროპარლამენტში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების საკითხს განიხილავენ

     საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. ევროპარლამენტში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების საკითხს განიხილავენ. როგორც ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ საკითხზე ანგარიშის წარდგენა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში 30 აგვისტოს არის დაგეგმილი.

მომხსენებელი ევროპარლამენტარი ანდრეს მამიკინსია. ამავე დღეს კომიტეტში უკრაინასა და მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზეც იმსჯელებენ.