საზოგადოება
ექსპერტები ტაო-კლარჯეთში იშხნისა და ოშკის მდგომარეობის შესასწავლად თურქეთში გაემგზავრნენ

oshkiკულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს (კმდეს) გენერალური დირექტორის - ნიკოლოზ ვაჩეიშვილის ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის სფეროს სპეციალიტები ისტორიულ ტაო-კლარჯეთში გაემგზავრნენ.

ექსპედიციაში შედიან თბილისსა და ბათუმში მოღვაწე ძეგლთა დამცველი ექსპერტები.

ისინი უშუალოდ შეაფასებენ იშხნისა და ოშკის არქიტექტურული კომპლექსების უმძიმეს მდგომარეობას და პროცესებს, რომლებიც დღემდე მოღწეულ ისტორიულ სიძველეებს ანადგურებს.

 

როგორც საქინფორმის კორესპონდენტს კმდეს–ის პრესსამსახურში აცნობეს, ექსპედიციის მიზანი ისტორიული ტაო-კლარჯეთის, იქ არსებული უნიკალური სამონასტრო კომპლექსების მნიშვნელობისა და მათი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ საზოგადოების მეტად ინფორმირებაა.