აქტუალური
ზემო ლარსი დღეს: საქართველო-რუსეთის საზღვარზე კვლავ უზარმაზარი რიგია

     საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები კვლავ უზარმაზარ რიგში დგანან, ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს" ადგილიდან თვითმხილველებმა განუცხადეს.

უფრო ადრე საქართველოს შსს-ში განაცხადეს, რომ ქართულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე" მუშაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს, ხოლო რუსული საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსი" დიდი ოდენობის ავტომობილებს ვერ აუდის.

ორი საზღვრის გადალახვას ცხრა საათი მოვანდომეთ! ქართული საზღვარი ორ საათში გავიარეთ და მერე ჯოჯოხეთი დაიწყო. რიგი რუსულ საზღვართან პირდაპირ ქართულ საბაჟოსთან იწყებოდა. ავტომობილები ძლივს მოძრაობდნენ. რამდენიმე საათი ვიდექით გვირაბებში ნეიტრალურ ტერიტორიაზე. იყო საერთო რიგისატვირთოების, ავტობუსების, მსუბუქი ავტომობილების. 6,5 საათის შემდეგ მივუახლოვდით რუსულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს და ის 15 წუთში გავიარეთ", — განაცხადა ტურისტმა ბარბარე კევლიშვილმა, რომელიც საქართველოდან რუსეთისკენ მიემგზავრებოდა.

თუ ტურისტებს რამდენიმე საათი უწევთ რიგში დგომა, სატვირთო ავტომობილების მძღოლებს — რამდენიმე დღე-ღამე. მათ ეწურებათ სანოვაგისა და საწვავის მარაგი.

როგორც უფრო ადრე ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟოს პრესსამსახურში განმარტეს, საკონტროლო-გამშვები პუნქტის გამტარიანობაა დაახლოებით 200 მსუბუქი და 180 სატვითო ავტომობილი დღე-ღამეში. ახლა კი, როდესაც ტურისტული სეზონია, საზღვარს ყოველდღე დაახლოებით სამი ათასი მსუბუქი ავტომობილი და 600 სატვირთო გადაკვეთს. პუნქტი გათვლილია დღეში ოთხი ათასი ადმიანის გატარებაზე, ამჟამად კი საპასპორტო კონტროლს დაახლოებით 14 ათასი გადის.