აქტუალური
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ტვირთების გადაზიდვა მნიშვნელოვნად გაიზრდება - აზერბაიჯანის პრეზიდენტი

     საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ტვირთების გადაზიდვა მომდევნო წლებში მნიშვნელოვნად გაიზრდება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყაზახეთის ქალაქ აქტაუში განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 2017 წელს გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა 191 იყო, მიმდინარე წლის 6 თვეში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 1400 შეადგინა, წლის ბოლომდე კი 4 ათასამდე გაიზრდება.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ჩვენ 2017 წლის ოქტომბერში გავხსენით. ეს პროექტი აზიისა და ევროპის რკინიგზებს ერთმანეთთან აკავშირებს“, – განაცხადა ალიევმა.