აქტუალური
სასტუმროს ფასების ინდექსი (ივლისი, 2018)

     საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. 2018 წლის ივლისში, ივნისის თვესთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 2,7%-ით გაიზარდა.

• 2018 წლის ივლისში სასტუმროების სტანდარტული ორადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად აჭარაში (10,1%) და სამცხე-ჯავახეთში (5,9%) გაიზარდა, სასტუმროს ფასები მხოლოდ თბილისში შემცირდა (-1,2%);

• ივლისში 3* სასტუმროს საშუალო ფასმა 148 ლარი შეადგინა, 4* - 254 ლარი, 5* - 455 ლარი, ხოლო საოჯახო ტიპის - 72 ლარი;

• თბილისში, 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასები 2018 წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, 2,1%-ით შემცირდა;

• თბილისში Tripadvisor-ზე დარეგისტრირებული განთავსების საშუალებათა რაოდენობა 1618-ს შეადგენს, რაც აღემატება ბაქოში (456), ერევანში (436) და ანკარაში (364) დარეგისტრირებულ განთავსების საშუალებათა რაოდენობას.