უცხოეთი
რაკეტსაწინააღმდეგო სისტემით აღჭურვილი აშშ-ის სამხედრო ხომალდი Carney-ი შავ ზღვაში შევიდა

     საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. რაკეტსაწინააღმდეგო სისტემით აღჭურვილი აშშ-ის სამხედრო ხომალდი, Carney-ი შავ ზღვაში შევიდა.
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის ინფორმაციით, ხომალდის მისია შავ ზღვაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ასევე რეგიონის მოკავშირეებისა და პარტნიორების ფლოტებს შორის თავსებადობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
ნაღმოსანი Carney-ი აშშ-ის მე-6 ფლოტის შემადგენლობაში შედის და Arleigh Burke-ს ტიპის მე-14 ხომალდია.
სამხედრო გემის სიგრძე 154 მეტრია. ნაღმოსანი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა „იჯისითაა“ აღჭურვილი და მასზე „ტომაჰავკის“ რაკეტებია განთავსებული. არარეგიონული ქვეყნის სამხედრო ხომალდებს შავ ზღვაში გაჩერება 21 დღე შეუძლიათ.

1tv.ge