აქტუალური
იმ პარტიის ლიდერი, რომელიც საქართველოში ნარკოტიკების თავისუფლად მოხმარებას ლობირებს, გირჩი გახდა

     საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, პარტიის სახელით არ არეგისტრირებს.

სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომ ის იუსტიციის სამინისტროს სახელის შეცვლის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართავს. ჯაფარიძე აცხადებს, რომ პრინციპული საკითხია, საარჩევნო ბიულეტენში „გირჩი“ ეწეროს. შესაბამისად, მას სურს საკუთარ სახელს „გირჩი“ დაამატოს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გახდეს.

ცესკო- დაგვიდასტურა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად ვერ ვიქნებიგირჩისკანდიდატი. პარტიამ რომ კანდიდატი დააყენოს, წინა არჩევნებზე უნდა იყოს რეგისტრირებულიო და ამ წესს ცესკო ვერ ცვლის, პარლამენტის შესაცვლელიაო.

ჩემთვის დაგირჩელებისთვისპრინციპული საკითხია, რომ ბიულეტენში ეწეროსგირჩი“. საბოლოო ჯამში ჩემთვის ხმის მიცემა, „გირჩისთვისხმის მიცემაა, რადგან ცალკე აღებული ჯაფარიძე არ უდრის გირჩს. ცალ-ცალკეგირჩამდეცგვიკეთებია რაღაცეები, მაგრამ ის, რაც არისგირჩი“, მხოლოდ ჩვენი ერთობლიობით შეიქმნა. რადგან ქართული საარჩევნო კანონმდებლობა საკუთარ თავზე აქვთ მორგებული მსხვილ პარტიებს და, როგორც მსხვილი ბიზნესები, ხელს უშლიან პატარა მოთამაშეების პოლიტიკურ ბაზარზე შესვლას, გადავწყვიტეთ შემდეგიხვალ ოფიციალურად მივმართავ იუსტიციის სამინისტროს, რომ ჩემს სახელს დაემატოს . middle name – „გირჩიანუ, რომ გავხდეზურაბ გირჩი ჯაფარიძე. ამ გზითგირჩიმოხვდება საარჩევნო ბიულეტენში, – წერს სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძე.

ის იუსტიციის სამინისტროს სახელის ცვლილების ვადებთან დაკავშირებით მიმართავს და ამ საკითხის დაჩქარებულ ვადაში წარმოებას ითხოვს.

ვიცი, რომ ასეთი ცვლილებების რეგისტრაციისთვის 60 დღე გაქვთ თუმცა, ჩემ შემთხვევაში, მგონი, ყველასთვის ნათელია, რომ ამ ცვლილებას არ ვითხოვ საკუთარი რეალური იდენტობის დამალვის და წარსული ცოდვების მიჩქმალვის მიზნით. შესაბამისად, იქნებ სწრაფად განახორციელოთ ამ საქმის ადმინისტრაციული წარმოება, რათა 1 სექტემბრიდან მომეცეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პროცედურების ვადებში განხორციელებისა და კამპანიის სრულფასოვნად წარმართვის შესაძლებლობა”, – წერს ჯაფარიძე.

ამასთან, ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ იცის, სახელის შეცვლა მხოლოდ ერთხელ არის კანონმდებლობით ნებადართული, შესაბამისად, გირჩი მის middle name-ად სამუდამოდ დარჩება, თუმცა ამაში პრობლემას ვერ ხედავს.