აქტუალური
ეროვნული ბანკის რეზერვები ივლისში 80 მილიონი დოლარით შემცირდა

     საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები ივლისში 80 მილიონი დოლარით შემცირდა. ცვლილება სახელმწიფო ვალის მომსახურებას უკავშირდება.

31 ივლისის მდგომარეობით, რეზერვების მოცულობა 2,925 მილიარდი დოლარია, რაც 2017 წლის აგვისტოს შემდეგ მინიმალური ნიშნულია.

ზაფხულის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა რეზერვები სავალუტო აუქციონებზე რამდენჯერმე შეავსო, 2017-2018 წლებში კი უცხოური ვალუტის შესყიდვამ 217,25 მილიონი დოლარი შეადგინა.