თურქეთში აშშ-ის საელჩო - მიუხედავად პრობლემებისა, აშშ თურქეთის პარტნიორად რჩება
უცხოეთი
თურქეთში აშშ-ის საელჩო - მიუხედავად პრობლემებისა, აშშ თურქეთის პარტნიორად რჩება

     საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. მიუხედავად არსებული დაძაბულობისა, ამერიკის შეერთებული შტატები და თურქეთი საიმედო მოკავშრეებად და პარტნიორებად რჩებიან, – ეს განცხადება თურქეთში აშშ-ის საელჩოს Twitter- ის გვერდზე გამოქვეყნდა.

„მიუხედავად არსებული პრობლემებისა, ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთის პარტნიორად რჩება. ჩვენს ქვეყნებს შორის აქტიურად ვითარდება ეკონომიკური თანამშრომლობა“,-ნათქვამია განცხადებაში .

1tv.ge