სამართალი
ევროკავშირი საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მომხრეა

     საქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. ევროპის კავშირი მხარს უჭერს საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას, ნათქვამია ევროკავშირის ვებგვერდზე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთა სახელით განთავსებულ განცხადებაში.

საქართველოში 7 აგვისტოს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს — ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დაწყების დღეს იხსენებდნენ. დილიდან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა საფლავები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ყვავილებით შეამკეს. პრეზიდენტის სასახლეზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

ევროპის კავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვრებისადმი ძლიერია ისე, როგორც არასდროს. ევროპის კავშირი ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", — აღნიშნულია განცხადებაში.

აგვისტოს ომისა და რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების შემდეგ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის შენარჩუნებულია ჟენევის დისკუსიების ფარგლებში და, ასევე, პრაღაში რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში მუშაობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც ქვეყანაში სიტუაციის მონიტორინგს ახორციელებს. მისიის მთავარი ამოცანაა კონფლიქტის შესაძლო გამეორების აღკვეთა, ასევე აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეს მოსახლეობისთვის უსაფრთხო და ნორმალური ცხოვრების აღდგენა.

ევროპის კავშირი კვლავ ადასტურებს, რომ ემხრობა საქართველოში სტაბილიზაციისა და კონფლიქტების მოგვარებისკენ მიმართულ ძალისხმევას, ასევე მონაწილეობას პროცესში, მათ შორის თანათავმჯდომარეობას ჟენევის დისკუსიებში, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის (საქართველოში) ძალისხმევასა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ყოფნის გაგრძელებას", — აღნიშნულია დოკუმენტში.

მიმდინარე წლის აპრილში იმ დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელისუფლების მშვიდობიანი ინიციატივის — ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" შესახებ განაცხადა, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის დაახლოებას ისახავს მიზნად. ინიციატივა ითვალისწინებს თანამემამულეებისთვის, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ცხოვრობენ, იმ პირობების შეთავაზებას, რომლებიც ქართულმა მხარემ რეფორმებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში მიიღო. ამ ინიციატივას ბრიუსელში დადებითად აფასებენ.

ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მთავრობის წინადადებებსნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეს მცხოვრები მოქალაქეებისთვის ვაჭრობის, განათლებისა და მობილურობის კუთხით. საქართველოს ორი მოწყვეტილი რეგიონის დაახლოებისკენ მიმართული მსგავსი წინადადებები ევროკავშირის პოლიტიკას შეესატყვისება", — ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი აღნიშნავს, რომ საქართველომ ბოლო ათი წლის განმავლობაში გააძლიერა დემოკრატიული ინსტიტუტები, ასევე ჩაატარა რეფორმები კანონის უზენაესობის გზაზე. ქვეყანაში ვითარდება ეკონომიკა და არის მნიშვნელოვანი ადგილი პირდაპირი ინვესტიციებისთვის.

საქართველომ 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააფორმა, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ზონის შესახებ. 2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის ვიზები გააუქმა.