საქართველოს სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, ამ უსაფრთხოების გარანტიებს რუსეთი არათუ არ იძლევა, არამედ ყველაფერი გააკეთა, რათა მძიმე საგარეო გამოწვევები გვქონდეს! - გია ვოლსკი
საზოგადოება
საქართველოს სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, ამ უსაფრთხოების გარანტიებს რუსეთი არათუ არ იძლევა, არამედ ყველაფერი გააკეთა, რათა მძიმე საგარეო გამოწვევები გვქონდეს! - გია ვოლსკი

     საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

ძალიან სერიოზული მსოფლიო მასშტაბის დაპირისპირებაა საერთო სტრატეგიულ პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში. უკვე დიდი ხანია, ენერგეტიკული ომი მიმდინარეობს. რასაკვირველია, მედვედევისა და რუსების მიზანი ზოგადად სხვაა, ჩვენი ინტერესები სხვაა. არავის წინააღმდეგ ჩვენი სწრაფვა ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით არ არის მიმართული. საქართველოს, პატარა ქვეყანას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები. ამ უსაფრთხოების გარანტიებს რუსეთი არათუ იძლევა, არამედ ყველაფერი გააკეთა, რათა საგარეო გამოწვევები გვქონდეს მძიმე”, – განაცხადა ვოლსკიმ.

რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის თქმით, საქართველოს ნატოში შესვლა კატასტროფული შედეგებით დასრულდება. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს შესვლამ, შესაძლოა, საშინელი კონფლიქტის პროვოცირება გამოიწვიოს. გაუგებარია, რა საჭიროა ეს ყველაფერი“, - განაცხადა მედვედევმა რადიო კომერსანტ FM“-თან ინტერვიუში.