სამართალი
ესპანეთში 15 საქართველოს მოქალაქე დააკავეს

spanish_policeესპანური მედიის ინფორმაციით, ესპანელმა სამართალდამცველებმა ქართველი მძარცველების 15-კაციანი ჯგუფი დააკავეს.

სპეცოპერაცია ქვეყნის ორ ქალაქში ჩატარდა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები ძარცვის 13 შემთხვევასთან არიან კავშირში.

საქართველოს მოქალაქეების გარდა, ესპანელმა სამართალდამცველებმა ის პირებიც აიყვანეს, რომლებმაც ნაქურდალი ნივთები შეიძინეს. მათგან ერთი უკრაინის მოქალაქეა.

ეჭვმიტანილების ბინების ჩხრეკისას აღმოაჩინეს ელექტრომოწყობილობა, რომლითაც ისინი ბინებს ტეხდნენ. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღებიც.

დაკავებული ქართველების ვინაობა არ სახელდება.

შეგახსენებთ, რომ ეს ესპანელი სამართალდამცველების მიერ ძარცვის ფაქტზე ქართველების დაკავების პირველი შემთხვევა არ არის.