საქართველოს ნატოსთან ურთიერთობის გზაზე დიდი პროგრესი აქვს, რაც რუსეთს აღიზიანებს - თბილისში დიმიტრი მედვედევის განცხადების კომენტირებას განაგრძობენ
აქტუალური
საქართველოს ნატოსთან ურთიერთობის გზაზე დიდი პროგრესი აქვს, რაც რუსეთს აღიზიანებს - თბილისში დიმიტრი მედვედევის განცხადების კომენტირებას განაგრძობენ

     საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. დიმიტრი მედვედევის განცხადებაში არც ახალი და, სამწუხაროდ, არც განსხვავებული არაფერი არ არის, ჩვენ ბევრი ასეთი განცხადება გვსმენია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ ხულორდავამ რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, რუსეთის გააქტიურება გამომდინარეობს იქიდან, რომ საქართველოს ნატოსთან ურთიერთობის გზაზე დიდი პროგრესი აქვს.

ეს დაახლოება აღიზიანებს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს და სწორედ ამას უნდა მივაწეროთ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მწვავე განცხადებები. ჩვენ არჩევანი გაკეთებული გვაქვს, ეს არის ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანი. ჩვენი არჩევანი არის დემოკრატია, სტაბილურობა, მშვიდობა, მყარი ინსტიტუტები და ამის მიღწევა შესაძლებელია სწორედ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით”, – განაცხადა ხულორდავამ.

რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის თქმით, საქართველოს ნატოში შესვლა კატასტროფული შედეგებით დასრულდება. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს შესვლამ, შესაძლოა, საშინელი კონფლიქტის პროვოცირება გამოიწვიოს. გაუგებარია, რა საჭიროა ეს ყველაფერი“, - განაცხადა მედვედევმა რადიოკომერსანტ FM“-თან ინტერვიუში.