ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცების შესახებ წერს და ვიდეოს აქვეყნებს
აქტუალური
ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცების შესახებ წერს და ვიდეოს აქვეყნებს

     საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. მისიის Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც მაზარ-ი-შარიფში დისლოცირებული ქართველი ჯარისკაცების მიერ სამხედრო ბაზაზე აშენებული ეკლესიაა ნაჩვენები.

ქართველი ჯარისკაცები მაზარ--შარიფში მდებარე ბაზამარმალში“, საკუთარი ხელით აშენებულ, ავღანეთში ერთადერთ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში წირვას ყოველდღე ესწრებიან და თანამებრძოლებისთვის ლოცულობენ”, – ნათქვამია მისიის Twitter-ის გვერდზე გაკეთებულ ჩანაწერში.

ვიდეოში ეკლესიაში წირვაზე მისული ჯარისკაცები ლაპარაკობენ. მათი თქმით, ეკლესია მათ თვითონ ააშენეს.

მშენებლობაში ქართველ მებრძოლებს გერმანელებიც დაეხმარნენ. როგორც ავღანეთში დისლოცირებული ჯარისკაცები ამბობენ, ამ ეკლესიაში ავღანეთში საპატრულო მისიით მყოფი ჯარისკაცებისთვის ყოველდღე ლოცულობენ, რათა მათ დავალებული ამოცანა შეასრულონ და ბაზაზე დაბრუნდნენ.