უცხოეთი
აშშ-ში რუსეთის საქმეებში რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს

     საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ში რუსეთის საქმეებში რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს. ინფორმაცია Twitter-ით აშშ-ის საგარეო უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ჰიზერ ნაურეტმა გაავრცელა.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ვეს მიტჩელმა რუსეთის საქმეებში რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ჟიროვი სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარა, რათა პასუხი მოითხოვოს სოციალურ ქსელებში კრემლის მხრიდან ძალადობის პროპაგანდასა და აშშ-ის საზოგადოებაში უთანხმოების გამოწვევის მცდელობაზე. ჩვენ ვერ მოვითმენთ ასეთ აგრესიულ ჩარევას“, – ნათქვამია ამერიკელი დიპლომატის გვერდზე.

აშშ-ის მთავრობა რუსეთს აშშ-ის საარჩევნო პროცესებში ჩარევაში სდებს ბრალს, რასაც რუსეთი მუდმივად უარყოფს.

1tv.ge