მიხეილ ხუბუტიას შვილმა მოსკოვში თავი მოიკლა
უცხოეთი
მიხეილ ხუბუტიას შვილმა მოსკოვში თავი მოიკლა

     საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის მიხეილ ხუბუტიას შვილმა, 26 წლის ნიკოლოზ ხუბუტიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორ რუსული მედია წერს, ნიკოლოზ ხუბუტიამ თავი დაახლოებით ერთი დღის წინ მოიკლა, თუმცა მისი ცხედარი დღეს აღმოაჩინეს.

რუსული მედიის ცნობით, დღეს დილით, როდესაც დამლაგებელი მივიდა, ნიკოლოზ ხუბუტიას ბინის კარი დაკეტილი დახვდა. ქალი რამდენიმე საათის განმავლობაში გარეთ იცდიდა, რის შემდეგაც მან მაშველები გამოიძახა. კარის გაღების შემდეგ, მათ ხუბუტიას ცხედარი აღმოაჩინეს. მის გვერდით მამის იარაღი იდო. ცხედრის იდენტიფიკაცია მხოლოდ დოკუმენტების საშუალებით გახდა შესაძლებელი.

ნიკოლოზ ხუბუტიას შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.

ცნობისათვის, მიხეილ ხუბუტია რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი ბიზნესმენია, რომელიც ამავე დროს “რუსეთში ქართველთა კავშირის” დამფუძნებელი და პარტია “ედინნაია რასიას” წევრია.

smoge.org