საზოგადოება
ლეიბორისტული პარტია მიწის ნაკვეთებზე გადასახადის გაძვირებას აპროტესტებს.
ჯიბლაძის თქმით, ამ გადაწყვეტილების შედეგად ისედაც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობა ვეღარ შეძლებს მიწის გაზრდილი გადასახადის გადახდას, რაც მათთვის ქონების ჩამორთმევასა და ხელისუფლების მაღალჩინოსნების საკუთრებაში გადასვლას გამოიწვევს.
ლეიბორისტული პარტია მოითხოვს, სასწრაფოდ გაუქმდეს საკრებულოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 1 ჰა სათიბზე წლიური გადასახადი 6 ლარიდან 18 ლარამდე, საძოვარზე კი 3 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს, საკრებულოს გადაწყვეტილებით, 1 ჰა კარგ მიწაზე გადასახადი წელიწადში 39 ლარიდან 82 ლარამდე, ხოლო მწირ მიწაზე – 21 ლარიდან 64 ლარამდე გაიზარდა.