პუბლიკაციები
ვლადიმერ იმნაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა

     საქართველო, 6 აგტვისტო, საქინფორმი. მიმდინარე წლის 3 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და არასამთავრობო ორგანიზაციებს_ ()იპქალთა საკონსულტაციო ცენტრ - სახლსა და ა(ა)იპ თანასწორობა, უფლებებ“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციების, ა(ა)იპ ქალთა საკონსულტაციო ცენტრი - სახლი-სა და ა(ა)იპ თანასწორობა, უფლებები-ს წარმომადგენლები, სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში, ომის ვეტერან ქალებს, ან ომის ვეტერანი მამაკაცების ოჯახის წევრ ქალებს ფსიქოლოგიურ კონსულტაციებსა და ფსიქოსარეაიბილატაციო მომსახურებას გაუწევენ.

მემორანდუმს ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, ა(ა)იპ ქალთა საკონსულტაციო ცენტრ - სახლი“-ის თავმჯდომარემ, რუსუდან ფხაკაძემ და ა(ა)იპ თანასწორობა, უფლებები-ს ხელმძღვანელმა, მაია არჩვაძემ მოაწერეს.

მემორანდუმი ძალაში მიმდინარე წლის 10 სექტემბრიდან შევა და იმოქმედებს 2018 წლის 10 დეკემბრამდე.