უცხოეთი
თურქეთის პრეზიდენტი აშშ-ს საპასუხო სანქციებით ემუქრება

     საქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტი აშშ-ს საპასუხო სანქციებით ემუქრება. როგორც რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ანკარაში გამოსვლისას განაცხადა, თურქეთი აპირებს აშშ-ის იუსტიციის მდივან ჯეფ სეშენსს და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელ რაიან ზინკეს ანგარიშები გაუყინოს.
თურქეთის ლიდერი თქმით, აშშ-ის ქმედებები თურქეთში დაკავებული ამერიკელი პასტორის საქმესთან დაკავშირებით „თურქეთის მიმართ უპატივცემულობაა“.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ვაშინგტონმა თურქეთის რამდენიმე მაღალჩინოსნის წინააღმდეგ ფინანსური სანქციები დააწესა.
როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, შეზღუდვები ძალაში იმ დრომდე დარჩება, ვიდრე თურქეთის ხელისუფლება ამერიკელ პასტორს შინა პატიმრობიდან არ გაათავისუფლებს.
დღესვე ამ თემაზე კომენტარი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გააკეთა და განაცხადა, რომ თურქეთთან დავის მოგვარებას უახლოეს დღეებში ელოდება.
პასტორ ბრანსონს თურქეთში 2016 წლის უშედეგო პუტჩის ორგანიზატორთან მხარდაჭერაში

1tv.ge