პრეზიდენტობის კანდიდატებს დასარეგისტრირებლად 25 ათასზე მეტი ხელმოწერის შეგროვება დასჭირდებათ
საზოგადოება
პრეზიდენტობის კანდიდატებს დასარეგისტრირებლად 25 ათასზე მეტი ხელმოწერის შეგროვება დასჭირდებათ

     საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. პარტიებმა და საინიციატივო ჯგუფმა პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა არანაკლებ 25 923 ხელმოწერით უნდა დაადასტურონ. ამის შესახებ განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო.

საარჩევნო კანონმდებლობით, უნდა იყოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75%, არანაკლებ 25 ათასი ხელმოწერისა, თუმცა ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით 0,75%- წარმოადგენს 25 923 ამომრჩეველი.

შესაბამისად, განკარგულების პროექტი ითვალისწინებს, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა დადასტურებული უნდა იყოს არანაკლებ 25 923 ამომრჩევლის, მხარდამჭერის ხელმოწერით“, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ.