სამართალი
მარიხუანას მოხმარებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ სამართლებრივი ვაკუუმი შექმნა - ირაკლი კობახიძე

     საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მარიხუანას მოხმარებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ სამართლებრივი ვაკუუმი შექმნა.

მისი თქმით, ამ ვაკუუმს სჭირდება შევსება, რაც პარლამენტის პრეროგატივაა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა კონკრეტული სამართლებრივი ნორმა, შესაბამისად, შეიქმნა სამართლებრივი ვაკუუმი, რასაც სჭირდება შევსება და ეს არის პარლამენტის პრეროგატივა. ჩვენ გვექნება ორი სასესიო კვირა სექტემბერში და, ალბათ, საჭიროა ამ სამუშაოს სასწრაფოდ დაწყება იმისთვის, რომ სექტემბერშივე მოვახერხოთ ვაკუუმის შევსება. დღეს ეს კითხი აბსოლუტურად გახსნილია. ვფიქრობთ, რომ გვაქვს რესურსი ამ საკითხის მკაცრი რეგლამენტაციის. უნდა მოხდეს ამ საკითხის მკაცრი რეგლამენტაცია, ეს არის ჩემი პირადი პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომგირჩისწევრების ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანას მოხმარებისთვის არსებული ყველა სანქცია არაკონსტიტუციურად ცნო.