გამოკითხულთა 74% მიიჩნევს, რომ მარიხუანას ლეგალიზაცია არ უნდა მოხდეს - NDI
საზოგადოება
გამოკითხულთა 74% მიიჩნევს, რომ მარიხუანას ლეგალიზაცია არ უნდა მოხდეს - NDI

     საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხულთა 74% მიიჩნევს, რომ მარიხუანას ლეგალიზაცია არ უნდა მოხდეს. ამის შესახებ NDI-სა და CRRC–საქართველოს ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციისას განაცხადეს.

როგორც NDI-ს კვლევაშია აღნიშნული, გამოკითხულთა 18% მიიჩნევს, რომ მარიხუან ლეგალიზება უნდა მოხდეს. 8%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

რაც შეეხება შეკითხვას - უნდა მოიხადო თუ არა ციხის სასჯელი ადამიანმა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების გამო? - გამოკითხულთა 40% მიიჩნევს, რომ უნდა მოიხადოს, 54% ფიქრობს, რომ არ უნდა მოხადოს, ხოლო კითხვაზე პასუხი არ იცის 6%-მა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება 1,9 პროცენტია. NDI- კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.