საზოგადოება
პარტია „საქართველოს გზის“ ახალი თავმჯდომარე კახა სეთურიძე გახდა. ის აირჩიეს კინოს სახლში ჩატარებულ ყრილობაზე, რომელიც თავიდან მასმედიისთვის დახურული იყო..
ყრილობაზე, როგორც წესი, აირჩიეს პოლიტიკური საბჭო და სარევიზიო კომისია. ასევე, ცვლილებები შევიდა წესდებაში და პარტიის საპატიო ლიდერად სალომე ზურაბიშვილი დასახელდა.
ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა პარტია „საქართველოს გზის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ნათელა მაჭავარიანი, რომელმაც პარტიის წევრებს მიმართა და საზოგადოებას დეპრესიული, უიმედო სიტუაციიდან გამოსვლა უსურვა.
ნათელა მაჭავარიანთან ერთად, პოლიტიკური საბჭოს წევრებად აირჩიეს ნინო ტაბიძე, არჩილ ქავთარაძე, არჩილ ონიანი, მანანა გაგნიძე, თეიმურაზ ჯაში, ამირან ზარქუა და კახა სეთურიძე.