ნიკოლ ფაშინიანი პრემიერობის ას დღეს 17 აგვისტოს მიტინგზე შეაჯამებს
უცხოეთი
ნიკოლ ფაშინიანი პრემიერობის ას დღეს 17 აგვისტოს მიტინგზე შეაჯამებს

     საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. სომხეთის პრემიერ-მინისტრი 17 აგვისტოს მოქალაქეებს რესპუბლიკის მოედანზე მიტინგზე იწვევს.

17 აგვისტოს 100 დღე ხდება, რაც ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს. მიტინგის ჩატარების მიზეზიც სწორედ ეს არის. ფაშინიანი აცხადებს, რომ მოსახლეობას მიაწვდის ინფორმაციას, რა გაკეთდა ამ 100 დღის განმავლობაში, რას გეგმავს მისი მთავრობა და რა გამოწვევები დგას ქვეყნის წინაშე.

ფაშინიანმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და ყველა მოქალაქეს სთხოვა, რომ 17-ში, რესპუბლიკის მოედანზე მივიდნენ. მისი თქმით, სწორედ ამ მოედანზე მოხდა სიყვარულის და თანხმობის რევოლუცია.

სომხეთში 13 აპრილს ოპოზიციის მასშტაბური აქციები დაიწყო, რომელზეც სერჟ სარგისიანის პრემიერ-მინისტრად არჩევას აპროტესტებდნენ. 23 აპრილს სერჟ სარგსიანმა თანამდებობა დატოვა, 8 მაისს კი სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი აირჩია.

1tv.ge