საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა რუსეთისგან თავი დაიცვას! - ბენ ჰოჯესი
პოლიტიკა
საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა რუსეთისგან თავი დაიცვას! - ბენ ჰოჯესი

     საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა თავი დაიცვას. უნდა გააგრძელოს, იყოს მოუნელებელი და ამის გასაკეთებლად ახლოს უნდა ითანამშრომლოს მოკავშირეებთან, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონში, – ეს განცხადება გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესმა 2008 წლის ომის მე-10 წლისთავის თემაზე „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში გააკეთა.

ბენ ჰოჯესი ევროპაში ამერიკის არმიის მთავარსარდალი იყო. მისი თქმით, საქართველოში რუსეთის შეჭრა იმის მაგალითია, როგორი სახელმწიფოა რუსეთი და ეს დასავლეთს არ უნდა დაავიწყდეს.

ჩვენ ყველა ვართ რუსეთთან სავარაუდო კონფლიქტის საფრთხის წინაშე. ეს შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოსიყოს კინეტიკური, კიბერსივრცეში, იყოს თავდასხმა ჩვენს ინსტიტუტებზე. იცით, რა მოხდა 2016 წელს ჩვენს არჩევნებზე. ეს ყველაფერი რუსეთისგან უწყვეტი ზეწოლის ქვეშაა. თვალები ყველას ფართოდ უნდა გვქონდეს გახელილი. აქ შვეიცარიაზე არ ვსაუბრობთლაპარაკია რუსეთზე. საფრთხე ყველას გვემუქრება, თუ არ ვართ მომზადებული, არ ვართ ძლიერები და თუ მათ მკაფიოდ არ ვუთხარით, რომ რაღაცები ჩვენთვის მიუღებელია. საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა თავი დაიცვას. უნდა გააგრძელოს, იყოს მოუნელებელი და ამის გასაკეთებლად ახლოს უნდა ითანამშრომლოს მოკავშირეებთან, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონში. ამაში შედის ინფორმაციის, დაზვერვის, შესაძლებლობების გაზიარება. ქვეყნის შიგნით კი, თუ არსებობს კორუფცია, თუ ხალხი მთავრობას არ ენდობა, თუ მედიას საკუთარი საქმის კეთების საშუალება არ ეძლევა და თუ ლიბერალური დემოკრატიის ძირითადი პრინციპები არ მუშაობს, რუსეთი ამას გამოიყენებს“, – აცხადებს ბენ ჰოჯესი.