წინასწარი ინფორმაციით, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება
აქტუალური
წინასწარი ინფორმაციით, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება

     საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნები, შესაძლოა, მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს დანიშნოს.

საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დანიშვნას პრემიერ-მინისტრის თანამონაწილეობა სჭირდება, საკითხზე კონსულტაციები მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციებს შორის მიმდინარეობს. პირველი არხის ინფორმაციით, პრაქტიკულად, მიღწეულია შეთანხმება, რომ არჩევნების თარიღი 28 ოქტომბერი იყოს.

კონსტიტუციის გათვალისწინებით, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან კონსტრასიგნაციის საფუძველზე უნდა გამოაცხადოს.