დავით უსუფაშვილი - პრეზიდენტობისთვის ვიბრძოლებ, გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკური გრძელვადიანი საქმიანობით დაინტერესებული არ არის
პუბლიკაციები
დავით უსუფაშვილი - პრეზიდენტობისთვის ვიბრძოლებ, გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკური გრძელვადიანი საქმიანობით დაინტერესებული არ არის

      საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის. როგორც უსუფაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გრძელვადიანი პოლიტიკური გეგმები არ აქვს.

„მე მიხილავს ამომრჩეველი საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენში. გიორგი მარგველაშვილი პარტიულ-პოლიტიკური გრძელვადიანი საქმიანობით დაინტერესებული არ არის“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

თუმცა, დავით უსუფაშვილის განცხადებით, აღნიშნული თემების შესახებ თავად გიორგი მარგველაშვილმა უნდა ისაუბროს.