საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის აუცილებელი არ არის! - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
რელიგია
საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის აუცილებელი არ არის! - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

     საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მარიხუანას მოხმარებაზე მავნებლობად აფასებს.

როგორც ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის აუცილებელი ატრიბუტი არ არის

თუ გავითვალისწინებთ, რომ ახალგაზრდებში ნარკოტიკების მოხმარებისა და მისი ზიანის შესახებ ცნობიერება უაღრესად დაბალია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის დიდი მავნებლობა. ეს არის უდიდესი ზიანის მომტანი, ჩვენ ნეგატიურ შედეგებს ველოდებით. ოთხი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, მათ აქვთ ლეგიტიმაცია, რომ მთლიანად გააუქმონ მთელი ერის გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე, ეს არის მათი შესაძლებლობები. საკონტიტუციო სასამართლოს არსებობა არ არის აუცილებელი ატრიბუტი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. საკონსტიტუციო სასამართლო ზოგ სახელმწიფოში არის, ზოგ შემთხვევაში არ არის. საპატრიარქო, როგორც მინიმუმ, განცხადებას გააკეთებს. თუ გავიხსენებთ ბოლო სინოდის ოქმში, საკმაოდ დიდი პარაგრაფი დაეთმო ამ თემას. ჩვენ მაშინვე ვხედავდით საფრთხეს, საშიშროებას, რომელიც იდგა საკონსტიტუციო სასამართლოს ამ არასწორი გადაწყვეტილების მიღებაში”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.