სირიის ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა ორი სახელმწიფოს - სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის არსებობა, რომლებიც სრულიად დამოუკიდებლები არიან და სწორედ ამ სტატუსით უნდა არსებობდნენ - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
პოლიტიკა
სირიის ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა ორი სახელმწიფოს - სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის არსებობა, რომლებიც სრულიად დამოუკიდებლები არიან და სწორედ ამ სტატუსით უნდა არსებობდნენ - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

     საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის განყოფილების უფროსმა ანდრეი სტარკოვმა განაცხადა.

„პირველად ორი ახალგაზრდა სახელმწიფო რუსეთმა აღიარა, შემდეგ კი რიგმა სხვა სახელმწიფოებმა, რომელთაგან სირია, ალბათ, ყველაზე დიდი ქვეყანაა, რომელიც მომწიფდა საიმისოდ, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღიაროს. ეს მოვლენა, ალბათ, რუსი კოლეგების დაუხმარებლად არ მომხდარა.

ჩვენ დიდ სამუშაოს ვატარებთ ამ მიმართულებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას აიძულებს. როგორც ჩვენი მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობდა, აღიარება ამა თუ იმ სახელმწიფოს გაცნობიერებული გადაწყვეტილება უნდა იყოს. და სირიის შემთხვევაში მიმაჩნია, რომ ის სწორედ ასეთი იყო. საიდუმლო არ არის, რომ საქართველო მაქსიმალურ ძალისხმევას ხარჯავს, რათა სხვა სახელმწიფოების მიერ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარების პროცესი დაამუხრუჭოს, ატარებს შესაბამის კონტრპროპაგანდას, მაგრამ იმედი მაქვს, სხვა ქვეყნები თანდათან შეუერთდებიან ორი ახალგაზრდა რესპუბლიკის აღიარების პროცესს“,
- განაცხადა სტარკოვმა.