ივნისში ეკონომიკური ზრდა ოთხი პროცენტი იყო
აქტუალური
ივნისში ეკონომიკური ზრდა ოთხი პროცენტი იყო

     საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. მიმდინარე წლის ივნისში ეკონომიკური ზრდა საქართველოში 4% იყო. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

წინასწარი შეფასებით, 2018 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, საფინანსო საქმიანობისა და ვაჭრობის დარგებში.

უწყების ცნობით, მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 6% შეადგინა, 6 თვეში კი - 5,7%.

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მაისში დაფიქსირდა და 7,5% შეადგინა.