ჯეიმს მეტისი - განვიხილავ რუს კოლეგებთან შეხვედრის შესაძლებლობას
უცხოეთი
ჯეიმს მეტისი - განვიხილავ რუს კოლეგებთან შეხვედრის შესაძლებლობას

     საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი რუს კოლეგასთან, სერგეი შოიგუსთან შეხვედრის შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას სააგენტო reuters-ი ჯეიმს მეტისის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„განვიხილავ ჩემს რუს კოლეგებთან შეხვედრას, მაგრამ ჯერ ამის შესახებ დისკუსია არ ყოფილა“,- განაცხადა მეტისმა.
ბოლოს აშშ-ის თავდაცვის მდივანი რუსეთის თავდაცვის მინისტრს ტელეფონით 2015 წელს ესაუბრა.

1tv.ge