ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებულებს 10-დან 13 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ
სამართალი
ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებულებს 10-დან 13 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ

     საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისა და ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებულებს მოსამართლის გადაწყვეტილებით სასჯელის სხვადასხვა ზომა განესაზღვრათ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, რუსლან შავაძეს, რომელიც ამჟამად ძებნილია, 13 წელი მიესაჯა, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის შოაიპ ბორზიევს -13 წელი, რუსლან ალდამოვს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, იარაღის უკანონო ტარების, საზღვრის კვეთისთვის – 11 წელი; ანატოლი ბერძენიშვილს ტერორიზმის ხელშეწყობისთვის – 11 წელი, რამაზ მარგოშვილს ასევე ტერორიზმის ხელშეწყობისთვის – 12 წელი, იმავე ბრალდებისთვის ზურაბ იდოიძე – 10 წელი.

ანტიტერორისტული ოპერაცია თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 2017 წლის 21-22 ნოემბერს ჩატარდა. ოფიციალური მონაცემებით, სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ იქნა ახმედ ჩატაევის დაჯგუფების ორი წევრი, თავად ჩატაევმა თავი აიფეთქა. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი.