საზოგადოება
დემოკრატიული პროცესებისთვის უმჯობესი იქნება, თუ „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატი არ ეყოლება - პრემიერი ბახტაძე

     საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, თუ ქართულ ოცნებას საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატი არ ეყოლება.

როგორც პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს არაერთი კანდიდატი, რომლებსაც შეუძლიათ, უპრობლემოდ ღირსეული შედეგი მიიღონ საპრეზიდენტო არჩევნებზე, თუმცა იმ ფონზე, როდესაც „ქართულ ოცნებას“ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, უმჯობესი იქნება, არ ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე.

„„ქართულ ოცნებასაქვს საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა, ამასთან ერთად, ადგილობრივი არჩევნების შედეგად, ფაქტობრივად, ყველა ადგილობრივ თვითმმართველობაშიცქართულ ოცნებასაქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა. ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ამოცანა გახლავთ, ნებისმიერ არჩევნებში მიიღოს მონაწილება, მაქსიმალური რესურსების ინვესტიცია განახორციელოს, რომ მიიღოს კარგი შედეგი. გარწმუნებთ, ჩვენ არაერთი კანდიდატი გყვავს, ვისაც შეუძლია, უპრობლემოდ, ყოველგვარი მნიშვნელოვანი გამოწვევების გარეშე ძალიან ღირსეული შედეგი მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებზე, ამაზე ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა. მეორე მხრივ, „ქართული ოცნებისფილოსოფია გახლავთ ის, რომ ჩვენ საქართველოში უნდა შევქმნათ ნამდვილი, ევროპული საპარლამენტო დემოკრატია და საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც ჩვენ გვყავს კონსტიტუციური უმრავლესობა. აქედან გამომდინარე, არსებობს მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტიც, გარდა სუფთა პარტიული ინტერესისა, რომ როდესაც ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, ჩვენი დემოკრატიისთვის იქნება უკეთესი, რომქართულ ოცნებასარ ყავდეს თავის საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ორივე არგუმენტს აქვს ძალიან სერიოზული წონა.

მინდა გითხრათ, რომ ძალიან შინაარსობრივი მსჯელობები მიმდინარეობს საკითხთან დაკავშირებით და როგორც პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, უახლოეს დღეებში ჩვენ შეჯერებულ საბოლოო პოზიციას საზოგადოებას ვაცნობებთ”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.