რელიგია
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გადადგომას სთხოვდნენ - მეუფე გრიგოლის სკანდალური განცხადება

     საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გადადგომას სთხოვდნენ და დასვენებას ურჩევდნენ, - სკანდალურ განცხადებას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი აკეთებს.

წმინდა სინოდის წევრი მატროსოვის ციხეში იმყოფებოდა, სადაც პატიმრობაში მყოფ დეკანოზ მამალაძეს შეხვდა.

მეუფე გრიგოლი არ ასახელებს იმ პირებს, ვინც პატრიარქს დასვენებას ურჩევდა. თუმცა ამბობს, რომ ისინი სასულიერო პირები არ ყოფილან. მეუფის განცხადებით, მან უკვე თქვა ამ თემასთან დაკავშირებით ყველაფერი, რისი თქმაც შეიძლებოდა და დამატებითი დეტალების განვრცობას არ აპირებს.

როგორც „კურიერისთვის“ გახდა ცნობილი, სხვა სასულიერო პირებსაც აქვთ ინფორმაცია, რომ გარეშე პირები პატრიარქს სახლში წასვლასა და დასვენებას სთხოვდნენ.

რაც შეეხება სასულიერო პირების დაკავებულ დეკანოზთან შეხვედრას, როგორც მეუფეები აცხადებენ, მამა გიორგი მამალაძესთან შეხვედრის დეტალებსა და საუბრის შინაარსს სინოდის წევრებს გააცნობენ.