სოზარ სუბარი მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონების მიმართულებას უხელმძღვანელებს
პოლიტიკა
სოზარ სუბარი მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონების მიმართულებას უხელმძღვანელებს

     საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოზარ სუბარი მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელად წარადგინა.

სოზარ სუბარი, რომელსაც ნამდვილად არ სჭირდება წარდგენა, რეგიონული მართვის მიმართულებას უხელმძღვანელებს, ეს გახლავთ სიახლე. ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული პოლიტიკის კომპონენტი გამოეყოფა და გადმოვა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში. ამ ცვლილებების აუცილებლობა დაგვან გამოცდილებამ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

სოზარ სუბარი მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად მუშაობდა, მანამდე კი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრი იყო.

სტრუქტურული ცვლილებების მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო გაუქმდა და მისი ფუნქცია სამ სხვადასხვა უწყებაზე გადანაწილდა. განსახლების ფუნქცია ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავიდა, მიგრაცია შსს-მ შეითავსა, სოციალურ პოლიტიკა კი - ჯანდაცვის სამინისტრომ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრის თანამდებობას სოზარ სუბარი 2014 წლის 26 ივლისიდან იკავებდა. მანამდე, 2012 წელსქართული ოცნებისხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ის სასჯელაღსრულების მინისტრად დაინიშნა. 2004-2009 წლებში სუბარი საქართველოს სახალხო დამცველი. იყო.