უცხოეთი
ნატო-მ გაწევრიანების შესახებ მაკედონიასთან მოლაპარაკება დაიწყო

     საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. ნატო-მ გაწევრიანების შესახებ მაკედონიასთან მოლაპარაკება დაიწყო. დელეგაცია ალიანსიდან სკოპიეში უკვე ჩავიდა და ქვეყნის ხელისუფლებასთან შეხვედრა გამართა.

მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში, სკოპიეში უკვე სამუშაო ჯგუფები ჩავლენ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ნატო-ს დელეგაციის წარმომადგენელმა მედიასთან განაცხადა, რომ გაწევრიანების პროცესი სულ მცირე 18 თვეს გასტანს.

ნატო-ს წლევანდელ სამიტზე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ როგორც კი მაკედონია კონსტიტუციაში აუცილებელ ცვლილებებს განახორციელებს, ქვეყანას ახალი დასახელებით, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ოფიციალურად მიიწვევენ.

მაკედონიის წევრობის საკითხს, ნატო-ს წევრმა თითოეული ქვეყნის პარლამენტმა უნდა დაუჭიროს მხარი. მაკედონია ნატო-ს რიგით 30-ე წევრი გახდება.

1tv.ge