დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ მზადაა, ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით „ნამდვილი შეთანხმება“ გააფორმოს
უცხოეთი
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ მზადაა, ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით „ნამდვილი შეთანხმება“ გააფორმოს

     საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით „ნამდვილი შეთანხმება“ გააფორმოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ამერიკის შეერთებული შტატები საშინელი, ერთმხრივი შეთანხმებიდან გამოვიყვანე. ირანი ის აღარ არის, რაც ადრე იყო. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, რა მოხდება მომავალში. მინდა, აღვნიშნო, რომ მზად ვართ, ნამდვილი შეთანხმება გავაფორმოთ. ისეთი არა, როგორც წინა ადმინისტრაციამ გააფორმა, რადგან აღნიშნული დოკუმენტი საშინელება იყო“, – განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.

სულ რაღაც ორი დღის წინ, დონალდ ტრამპმა ირანის მისამართით მორიგი მკვეთრი განცხადება გააკეთა. თეთრი სახლის ლიდერმა სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე ოფიციალური თეირანი გააფრთხილა, რომ არასდროს დაემუქროს შტატებს, წინააღმდეგ შემთხვევაში „ისლამური სახელმწიფო“ მიიღებს ისეთ შედეგს, რომლის წინაშეც ისტორიაში ძალიან ცოტა დამდგარა.

1tv.ge