ოდესის პორტში ნატო-ს სამხედრო ხომალდები შევიდნენ
უცხოეთი
ოდესის პორტში ნატო-ს სამხედრო ხომალდები შევიდნენ

     საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. ოდესის პორტში ნატო-ს შემადგენლობის ექვსი ხომალდი იმყოფება. უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ინფორმაციით, ნატო-ს სამხედრო ხომალდები შავ ზღვაში დაგეგმილ PASSEX-ის ტიპის წვრთნებში ჩაერთვებიან.

შეხვედრა უკვე შედგა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლებსა და ნატო-ს დელეგაციას შორის.

უწყების ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებსა და ნატო-ს შორის, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას შავი ზღვის რეგიონში, უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით.

1tv.ge