საზოგადოება
„ევროპულმა საქართველომ“ საპრეზიდენტო კანდიდატად დავით ბაქრაძე წარადგინა

     საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. მას შემდეგ, რაც 9-პარტიულმა ალიანსმა მიხეილ სააკაშვილის ექსმმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პლატფორმაზე პრეზიდენტობის კანდიდატად ქუთაისში საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე წარადგინა, „ნაცმოძრაობის“ ყოფილი ლიდერების მიერ შექმნილმა პარტია ევროპულმა საქართველომ 2018 საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატად ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დაასახელა. პრეზენტაცია ისევ ქუთაისში გაიმართა, ოღონდ ამჯერად არა ბაგრატის ტაძრის ფონზე, არამედ სპორტის სასახლეში.

როგორ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ აღნიშნა, დღეს ქვეყანას სჭირდება გამაერთიანებელი პრეზიდენტი, რომელიც საზოგადოებას დაანახვებს, რომ ხვალინდელი დღე არის საიმედო.

ჩვენ არ უნდა დავკარგოთ დრო, რადგან ჯერ კიდევქართული ოცნებაარის ხელისუფლებაში. ვიდრე ისინი ხელისუფლებაში იქნებიან, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ დრო, ჩვენმა პრეზიდენტმა მათ უნდა აიძულოს გადასახადების შემცირება, ჩვენი თანამოქალაქეების დახმარება. ჩვენ გვჭირდება მზრუნველი პრეზიდენტი, რომელიც ხვალინდელ დღეს გახდის პროგნოზირებადს. ჩვენ უნდა დავასრულოთ ქაოსი. საქართველოს სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც იდგება თქვენს გვერდზე, მაგრამ არასდროს შეგაწუხებთ საკუთარი ეგოთი და ამბიციებით”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

დავით ბაქრაძე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერია. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ისნაციონალური მოძრაობისსაპრეზიდენტო კანდიდატი იყო, 2008-2012 წლებში კი პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.