საზოგადოება
დღეს, ერთიანი გადახდის წესის გაუქმების მოთხოვნით, ლეიბორისტული პარტიის ლიდერებმა საპროტესტო აქცია სს "თელასის" შენობასთან გამართეს, ისინი გადასახადების ერთიანი ქვითრის შემოღებას კიდევ ერთხელ აპროტესტებენ.
შალვა ნათელაშვილმა დღეს კომპანია "ინტერ რაოს" კიდევ ერთხელ მოუწოდა ლეიბორისტულ პარტიასთან კონსულტაციებისკენ და სათანადო რეაგირებისკენ. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კი მიმართა, რომ, იმ შემთხვევაში, თუ გადახდის ახალ წესს სასწრაფოდ არ გააუქმებს, ის ჰოსნი მუბარაქის ბედს გაიზიარებს. ერთიანი გადახდის ქვითარი კი მისი პოლიტიკური საფლავის ნიჩაბი იქნება.